ბოსტნეულის ცოცხალი სალათი

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო  100გრ;
  • კიტრი  4ც;
  • სტაფილო  3ც;
  • კამა  1კონა;
  • მარილი, შაქარი  გემოვნებით;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • ვაშლის ძმარი  1ს/კ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ კამა, კომბოსტო, კიტრი, სტაფილო გავფხიკოთ და გავრეცხოთ. კომბოსტო წვრილად დავკეპოთ, კიტრი წვრილად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ, კამა წვრილად დავჭრათ, ყველაფერი გადავურიოთ, დავასხათ ძმარი, ზეთი, დავაყაროთ მარილი და პილპილი, შაქარი, სურვილისამებრ  და ამოვურიოთ. ბოსტნეულის ცოცხალი სალათი გემრიელად მიირთვით!