სტაფილოს სალათი ნიახურით

ჯანსაღი კვების მიმდევრებს უთუოდ დააინტერესებს ეს რეცეპტი. რძემჟავა პროდუქტები და ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმს ვიტამინების უკეთ ათვისებაში. სტაფილოს სალათი ნიახურით ამის მაგალითია. თან გემრიელია და სწრაფადაც მზადდება.

ინგრედიენტები:

  • ნიახური  1ღერი;
  • ლიმონის წვენი  2ს/კ;
  • სტაფილო  1ც;
  • ავოკადოს ზეთი  2ს/კ (ან სხვა მცენარეული ზეთი);
  • მარილი, პილპილი, ოხრახუში  გემოვნებით;
  • თეთრი ყველი  30 გრ;

მომზადების წესი:

გავფხიკოთ და გავრეცხოთ სტაფილო, ჯერ მრგვლად დავჭრათ, შემდეგ ნაჭრები შუაზე გავჭრათ, უფრო ლამაზი გამოვა. გარეცხილი ნიახურიც დავჭრთ და სტაფილოს დავამატოთ. დავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, დავაყაროთ მარილი, პილპილი, წვრილად დაფშვნილი ყველი ფეტა, გარეცხილი, დაკეპილი ოხრახუში და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!