ეკლერები ნაღების კრემით

ინგრედიენტები:

  • კარაქი  100გრ;
  • წყალი  250მლ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ფქვილი  130გრ;
  • კვერცხი  3-4ც;
  • ნაღების ყველი  200გრ;
  • ნაღები  300მლ;
  • შაქრის პუდრა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

წამოვადუღოთ წყალი, დავამატოთ მარილი, კარაქი და ისევ წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნაწილ-ნაწილ დავამატოთ ფქვილი, კარგად ვურიოთ ხის კოვზით. ოდნავ გავაცივოთ და სათითაოდ დავამატოთ კვერცხი. ცომი რბილი გამოვა, თუმცა ფორმას კარგად შეინარჩუნებს. საკონდიტრო ტომსიკაში გადავიტანოთ და ცხიმწასმულ პერგამენტდაფენილ საცხობზე დავსვათ ეკლერები. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წთ. გავაცივოთ. კრემი: მიქსერით ავთქვიფოთ შაქრის პუდრა და ნაღების ყველი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, შევაერთოთ ორივე მასა. საკონდიტრო შპრიცში გადავიტანოთ კრემი და ეკლერები შევავსოთ. ეკლერები ნაღების კრემით მოვრთოთ შაქრის პუდრით ან გამდნარი  შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!