ეკლერები შოკოლადის კრემით

ეკლერები შოკოლადის კრემით იმდენად არაჩვეულებრივი და გემრიელი გამოდის, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. თან სწრაფადაც მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  30მლ;
  • რძე  300მლ;
  • ფქვილი  40გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • ხსნადი ყავა  1,5ჩ/კ;
  • კარტოფილის სახამებელი  1ს/კ;
  • შაქარი  1ს/კ;
  • შოკოლადი  გემოვნებით;
  • კარაქი  30გრ;

მომზადების წესი:

ქვაბში ჩავდოთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე გავადნოთ. დავამატოთ ფქვილი, ვურიოთ. გადმოვდგათ,1ც კვერცხი დავამატოთ, კარგად გადავურიოთ. ცომი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომსიკაში და საცხობ ცხიმწასმულ პერგამენტდაფენილ ფორმაზე დავსვათ ეკლერები. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 15 წთ. კრემი: დავდგათ ცეცხლზე რძე, დავამატოთ ყავა, კვერცხის გული, შაქარი და კარგად გადავურიოთ. ამ მასის მცირე რაოდენობა ჭიქაში გადმოვასხათ და სახამებელი გავხსნათ მასში. დავამატოთ კრემის მასას, ვურიოთ, უნდა გასქელდეს. გადმოვდგათ და გავაცივოთ. ეკლერები შუაზე გავჭრათ, ერთ ნაწილს კრემი წავუსვათ, მეორე დავადოთ ზემოდან. ზემოდანაც კრემი წავუსვათ და გახეხილი შოკოლადით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!