ეკლერები ცილის კრემით

ინგრედიენტები:

  • კარაქი  100გრ;
  • წყალი  200მლ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ფქვილი  130გრ;
  • კვერცხი  4ც (+2ცილა კრემში);
  • შაქარი  120გრ;
  • ლიმონმჟავა  მწიკვი;
  • ვანილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

ჩვავასხათ ქვაბში წყალი, ჩავდოთ კარაქი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, ნაწილ-ნაწილ დავამატოთ ფქვილი, ვურიოთ, ცეცხლიდან არ გადმოვდგათ. ხის კოვზით კარგად ვურიოთ. გადმოვიღოთ, ოდნავ გავაცივოთ და სათითაოდ დავამატოთ კვერცხი. ცომი საკონდიტრო ტომსიკასი გადავიტანოთ, საცხობ ფორმას დავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და ეკლერები დავსვათ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 30 წთ. გადმოვდგათ, გავაცივოთ. მოვამზადოთ კრემი: 2ც კვერცხის ცილა, შაქარი, ლიმონმჟავა და ვანილი ერთად ავთქვიფოთ ორთქლის აბაზანაზე. ეკლერები გასწვრივ გავჭრათ და შევავსოთ კრემით. ეკლერები ცილის კრემით მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით!