ფუნთუშა “ბრიოში”

მადის აღმძვრელი, ნაზი, რბილი და გემრიელი ფუნთუშებია. ფუნთუშა “ბრიოში” ფრანგული დესერტია. მარტივად მზადდება, დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  3ჭ;
  • რძის ფხვნილი  1/4ჭ;
  • საფუარი  1ჩ/კ;
  • შაქარი  2ჩ/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • კვერცხი  3ც (+1-2 კვერცხის გული);
  • კარაქი  120გრ;
  • წყალი  3-4ჩ/კ;

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ჯამში. მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას. ამოსული ცომი ჩავზილოთ, ამოვიღოთ პატარა გუნდები, მოვამრგვალოთ, ჩავდოთ ფორმებში, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული (სურვილისამებრ, გავურიოთ დამდნარი კარაქი), მოვაყაროთ ყაყაჩოს თესლი ან სეზამის მარცვლები. შევდგათ 190 გრადუსზე. ფუნთუშებს როგორც კი ფერი შეეცვლება, გადმოვიღოთ. გემრიელად მიირთვით!