ზებრა კექსი

ინგრედიენტები

  •  2 1/2 ჭიქა ფქვილი (ორნახევარი ჭიქა)
  •  1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  •  1 პაკეტი ვანილი
  •  1/2 ჭიქა კაკაო
  •  2 ჭიქა შაქარი
  •  1/2 ჩ/კ მარილი
  •  1 ჭიქა რძე
  •  1/4 ჭიქა სიმინდის ზეთი
  •  3/4 ჭიქა კარაქი
  •  1 ფილა შოკოლადი
  •  4 ც კვერცხი

მომზადება

გაახურეთ გაზქურა 170 გრადუსზე

აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილი და გადადეთ გვერდით.

შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, კარაქი და ზეთი. გამოიყენეთ მიქსერი და ურიეთ 10 წუთის მანძილზე.

დაუმატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ.

ჩაამატეთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.

შეასხით გამოსაცხობ ფორმას კანოლას სპრეი ზეთი.

მოათავსეთ მიღებული ცომის ნახევარზე ცოტა მეტი ფორმაში.

ჩაუმატეთ ცომს დარჩენილი კაკაო და კარგად აურიეთ. დაამატეთ კააკოს ცომი ფორმაში და დანა გამოიყენეთ ამ ორი მასის ერთმანეთში ასარევად.

შედგით გაზქურაში 1 საათი და 15 წუთი.

გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ კექსი და გააციეთ კაარგად.

გაადნეთ შოკოლადის ფილა და მოასხით კექსს.

სასურველია თუ მიირთვამთ მეორე დღეს. ბევრად უფრო გემრიელი იქნება;)