ლიმნიანი თაფლაკვერები

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  400გრ;
  • შაქარი 1ჭ;
  • კარაქი  50გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ლიმონი  1ც;
  • წყალი  1ჭ;
  • სოდა  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

წყალში ჩავყაროთ შაქარი, ავურიოთ, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. დუღილისათვის 1 წთ საკმარისი იქნება. თუ კარამელის არომატი გვინდა, მაშინ უფრო დიდხან ვადუღოთ. ლიმონი გავხეხოთ, კურკები მოვაცილოთ. ლიმნს დავამატოთ კვერცხი და დაქუცმაცებული კარაქი. ჩავასხათ ცხელი სიროფი, ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი და სოდა. ფქვილი ვამატოთ ნელ-ნელა, მოვზილოთ რბილი ცომი. გავაბრტყელოთ ცომი 1სმ-ზე, ამოვჭრათ სხვადასხვა ფორმები, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობზე და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 25 წთ. გამომცხვარ ტაფლაკვერებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!