ნაყინის სენდვიჩი

ინგრედიენტები:

  • 170   გრამი უმარილო კარაქი
  • 1   ჭიქა ფქვილი
  • 34  ჭიქა კაკაოს ფხვნილი
  • 34  ჩ/კ გამაფხვირებელი
  • 34  ჩ/კ მარილი
  • 200   გრამი შაქარი
  • 2   ცალი დიდი კვერცხი
  • 2   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტივანილის ნაყინი

მომზადების წესები

  • წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C -ზე. წაუსვით ცხიმი 33×45 სმ ზომის საცხობ ლანგარს და დააფინეთ პერგამენტი.
  • საშუალო ზომის თასში აურიეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.
  • დიდ თასში თქვიფეთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი და შაქარი კრემის მიღებამდე. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ვანილი, დაუმატეთ ფქვილი და კარგად შეათქვიფეთ. მიიღებთ სქელ ცომს.
  • ცომი კოვზით საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ, დანით ზედაპირი მოასწორეთ, რომ თხელი ფენა მიიღოთ. აცხვეთ 10–12 წუთით. შემდეგ გადაიტანეთ რკინის ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ.
  • გამომცხვარი ფენა რომ გაცივდება, ნაყინი საყინულიდან გამოიღეთ და ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ ოდნავ დარბილდეს.
  • პერგამენტის დახმარებით სენდვიჩის ფენა საჭრელ დაფაზე გადაიტანეთ. სიგანეზე ორ თანაბარ 22×33 სმ ზომის ნაჭრებად გაყავით. ნაყინი დიდი კოვზით თანაბრად დაიტანეთ ნამცხვრის ერთ ნაჭერზე, შემდეგ კი დანით მოასწორეთ. ზემოდან დარჩენილი ნაჭერი დაადეთ (ზედა მხარე ქვემოთ, ნაყინისაკენ მოაქციეთ). მაშინვე შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და გაყინეთ გამაგრებამდე, სულ მცირე 8 საათით.
  • დიდი სენდვიჩი საყინულიდან გამოიღეთ და მოხსენით ცელოფანი. კიდეები ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე ჩამოჭერით და დარჩენილი ნაწილი 12 ცალ სენდვიჩად გაყავით. თითოეული სენდვიჩი ცელოფანში კვლავ კარგად შეახვიეთ და გამაგრებამდე გაყინეთ, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.