ჭვიშტარი მეგრულად

ინგრედიენტები:

  • 200   გრამი სულგუნი
  • 400   გრამი სიმინდის ფქვილი
  • 1   ცალი კვერცხი
  • 50   გრამი კარაქი
  • 1   ჩ/კ შაქარი
  • 1   ჩ/კ მარილი
  • 100   მლ. ზეთი
  • 230   მლ. რძე ან წყალი

მომზადების წესები:

  • სიმინდის ფქვილი თასში ჩაყარეთ. დაუმატეთ კვერცხი, კარაქი, შაქარი და მარილი. ნელ–ნელა შეურიეთ 230 მლ რძე ან წყალი (უმჯობესია რძე).
  • ცომის მოსაზელად ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ, სულ მცირე 5 წუთით.
  • მიღებული ცომი 6 ნაწილად გაყავით და დაამრგვალეთ.
  • სულგუნი კვადრატის ფორმის სქელ ნაჭრებად დაჭერით (თითო ნაჭერი თითო ჭვისტარისათვის).
  • ყველის ნაჭერი ფრთხილად მოათავსეთ თითოეულ ცომის გუნდაში ისე, რომ ყველი მთლიანად ცომის შიგნით მოექცეს (ცომით უნდა იყოს დაფარული). შემდეგ მიეცით მჭადის ფორმა.
  • ტაფაზე ზეთი დაასხით და როცა გაცხელდება მოალაგეთ ჭვიშტარი. დაუწიეთ გაზქურას და დააფარეთ ტაფას.
  • 5–6 წუთის შემდეგ, ჭვიშტარი ფრთხილად გადმოაბრუნეთ და დაბალ ტემპერატურაზე კიდევ 5–6 წუთით წვით (თავსახურის გარეშე). მიირთვით ცხელი.